კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში ყველა სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა ზრდის გამო, 14 ნოემბრამდე ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, ოკუპირებულ ცხინვალში შეზღუდვები შეეხება რესტორნებსა და კაფეებსაც, რომლებიც მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.
3 ნოემბერს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით საერთო ჯამში 8 933 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 6 608 გამოჯანმრთელდა, 150 ადამიანი კი გარდაიცვალა.