გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლენილია ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეებმა სოფლების – ხევისჭალა, საბერო, ახალსოფელი, ჭიაური, ჭერემი, ზემო კაჭრეთი, ნინოწმინდა – მიმდებარე ტყეებში და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვეს, დაახლოებით, 13 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვებების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.