ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა ეპარქიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა

დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრის იუბილესა და ეპარქიის აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებით, დღეს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

ლიტურგიას დილიდანვე შეუერთდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხონის მუნიციაპლიტეტის მერი ლადო ჯურხაძე.

“ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობა ჩვენი თვითმყოფადობის ყველაზე ძლიერი საძირკველია. სახელმწიფოს განვითარება წარმოუდგენელია იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინების გარეშე, რასაც ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია ასრულებს. ვულოცავ ჩვენს ეპარქიას ტაძრის დღესასწაულს, ძლიერებას და ერთიანობას გისურვებთ,” – აღნიშნა დავით ბახტაძემ წირვის დასრულებისას.

მუნიციპალიტეტის მერმა ტაძარში ჩანაწერებისთვის ხელნაკეთი ლუსკუმა და დღიური ეკლესიას საჩუქრად შესწირა.

დღესვე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ რამდენიმე მღვდელმსახური აკურთხა და ერისკაცებს და სასულიერო პირებს მადლობის სიგელი გადასცა ეპარქიაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები