სოფელ ნოჯიხევში კორონავირუსს ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები კვარაცხელიების ოჯახში კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებებმა ბოლო ერთ თვეში ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა. ახლობლების გადმოცემით, ამ დროისთვის სახლში ორი მიცვალებული ასვენია.

46 წლის თეა ჯიშკარიანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი თვე მკურნალობდა, რამდენიმე დღის წინ მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ორი დღის წინ კი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

სამი დღით ადრე კორონავირუსით გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა თეა ჯიშკარიანის დედამთილიც.

რამდენიმე კვირის წინ, კი დაავადებამ იმსხვერპლა თეა ჯიშკარიანის მამამთილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები