ლაგოდეხში სოფლების – ქვემო ნაშოვარისა და ჭაბუკიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნაშოვარიდან სოფელ ჭაბუკიანამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 290 გრძ. მეტრის მონაკვეთზე გზის მოასფალტება სულ მალე დასრულდება. ახლად რეაბილიტირებულ გზასთან ერთად, გაკეთდება სანიაღვრე არხები, მოეწყობა ცხაურები, ბორდიურები და საცხოვრებელი ეზოებში შესასვლელები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ახალი გზის სავალი ნაწილი მოიხაზება გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნებით.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 141 665,78 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები