იოსებ ხახალეიშვილი: დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას, დასაკარგი დრო არ გვაქვს

ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხახალეიშვილმა ფალიაშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი  კორპუსის ფასადის, “კოლხური შადრევანის”,  მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა; ასევე, იმყოფებოდა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, სადაც  ახლახან გზის სრული რეაბილიტაცია  დაიწყო.
“დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას.  ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. დღეს ინფრასტრუქტურული  პროექტების მიმდინარეობას ვეცნობით. ბოლომდე გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ვადები. ბევრი მათგანი წლის ბოლომდე დასრულდება. ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა შერჩეული,” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოსვლის შემდეგ იოსებ ხახალეიშვილი მეორე ვადით დაიკავებს  ქუთაისის მერის თანამდებობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები