დავით ბახტაძემ ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, სამტრედიაში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში რაგბის მოედნის მშენებლობა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, მე-12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლას ისტორიული ნაწილი სრულად შეუნარჩუნდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,სამშენებლო ჯგუფი” ასრულებს და პროექტი 2022 წლის ივნისში ჩაბარდება.
ე.წ ,,ნახალოვკის” დასახლებაში, კაკაბაძის ქუჩაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, სკვერი ეწყობა, სადაც ბავშვებისთვის ატრაქციონები და შესაბისი ინვენტარი განთავსდება.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის ხარისხი ყველანაირად უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, უნდა მოსწონდეთ მოსახლეობას და იყოს საუკეთესოდ შესრულებული”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.