აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ოპოზიციონერი ლიდერები და მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით,  პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

“შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები