თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერმა დაათვალიერა

თერჯოლაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა Lasha Gogiashvili მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

“ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ თერჯოლაში, ვ. ხუხუნაიშვილის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში მოეწყობა; არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ეზოებში მისასველელბი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გი-ან 2011“ ახორციელებს.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა ზედა სიმონეთში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის,ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალის სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის ხარისხიანად განხორციელებასა და ვადების დაცვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მემორიალი და მცირე მოსასვენებელი ადგილები, განთავსდება ფანჩატური ,საპარკე სკამები და ურნები,ასევე დაიდგმება საბავშვო ატრაქციონი.

სამშენებლო სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი-2017″ ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში 7 სკვერი და მემორიალი რეაბილიტირდა, მათ შორის დასკვნით ეტაპზეა, სოფელ ჩხარში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც დასასვენებელი სკვერი, გმირთა მემორიალი და ა/ბეტონის მოედანი მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები