წინანდალში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება 1 250 მეტრის სიგრძის გზაზე.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი” ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 999 900 ლარით დაფინანსება.