ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის ღირებულება 2 100 000 ლარია.
გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
სოფელ აკეთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ხელაძესა და წარმომადგენელ მანუჩარ ღლონტთან ერთად დაათვალიერა.