„მახარებს ჩვენი მეღვინეების წარმატება“ – გოგი მეშველიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

საქართვლოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენას დაესწრო.

პარლამენტის წევრმა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბოლნისელ მეღვინეებს წარმატება მიულოცა.

30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეცამეტე საერთაშორისო გამოფენაზე, 26 ბოლნისური მარანი, 36 სახეობის ღვინით მონაწილეობდა. ბოლნისური ღვინოებიდან 21-მა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

„მახარებს ჩვენი მეღვინეების წარმატება, ბოლნისური ღვინოები სულ უფრო ცნობადი ხდება. მიმაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს , როგორც ტურისტული თვალსაზრისით ასევე , წარმოების პოპულარიზაციისთვის”,  – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები