ალეკო ელისაშვილი: ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. ელისაშვილი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე წერს და მაგალითად წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მოჰყავს, სადაც “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.

“ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?” –  წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი მერის პოსტი “ქართული ოცნების” კანდიდატებმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები