“ნაცმოძრაობა” ზუგდიდში აქციას აანონსებს

“ნაციონალური მოძრაობა” ხვალ ზუგდიდში აქციას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში საღამოს 20:00, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინ, მეუნარგიას 25, გელოდებით აქციაზე.

ამ არჩევნებმა გვანახა რომ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ არის საკმარისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას სჭირდება ქუჩაში ბრძოლა და ხმების დაცვა. არ დაიღალოთ, ბრძოლა იქნება რთული, შეიძლება ხანგრძლივიც მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების”, – წერს ანი წითლიძე. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები