გოგი მეშველიანმა დმანისის ახლადარჩეული მერი თანამშრომლებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად წარუდგინა

დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

კობა მურადაშვილი თანამშრომლებს  საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,  დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად  წარუდგინა.

მაჟორიტარმა ახლადარჩეულ მერს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ კობა მურადაშვილი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს.

მინდა კობას, კიდევ ერთხელ მივულოცო ღირსეული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის  მომდევნო ოთხი წლის მანძილზე  შეძლებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეხვედრაზე კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომდევნო ოთხი წელი ნაყოფიერი იყოს მუნიციპალიტეტისთვის. სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შეძლებს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და გითხრათ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ, მადლობა რომ მომეცა საშუალება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის საჭიროებებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, ბოლომდე დავიხარჯო.
დმანისის მუნიციპალიტეტში მთავრობის მხარდაჭერით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა და მაქსიმალურად შევეცდები, ჩემი მერობის პერიოდში, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე პრობლემებიც, რასაც გუნდთან ერთად, აუცილებლად უმოკლეს დროში მოვაგვარებ, მაქვს ათ პუნქტიანი გეგმა”, განაცხადა კობა მურადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები