გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
” ხონში მოქალაქე 5 კუბური მეტრი რცხილისა და 2 კუბური მეტრი წიფლის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ისე ახდენდა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მხოლოდ წიფლის სახეობის საშეშე მერქნის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია გაწერილი.
ზესტაფონში სამართალდამრღვევმა 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარის მიმდებარედ მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1,5 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 2 ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 17 ბოძის ტრანსპორტირებას ახდენდა.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები