ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო
ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. დაპირისპირება მოძრაობა „ჩვენ ვათენებთ“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდნენ. „თავისუფლება მიშას!“ – ამ შინაარსის წარწერის გაკეთებას ისინი მერიის შენობასთან შეეცადნენ, რისი უფლებაც მათ არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.