“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – საგარეჯოში პროგრამის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

პროგრამა- “დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფარგლებში, კენჭისყრა დასრულდა და გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
“სულ შემოვიდა 1734 ხმა,
ხმების 38.1% მიიღო ქ. საგარეჯოში N1 საბავშვო-ბაღის ეზოს მოწყობამ. აღნიშნული პროექტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ვულოცავთ იდეის ავტორსა და მხარდამჭერებს გამარჯვებას.
კენჭისყრის შედეგად,
მეორე ადგილზე 22%-ით სოფელ პატარძეულში მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა გავიდა, მესამე ადგილი 8.5%-ით ქალაქ საგარეჯოში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სკვერში ინფრაქტრუქტურის განახლებას ერგო,
მეოთხე ადგილზე კი 6.1%-ით სოფელ თოხლიაურში სკვერის მოწყობა გავიდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები