შუახევის ახლადარჩეულმა მერმა სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა, ომარ ტაკიძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მერმა რწმუნებულებისგან მოისმინა შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.

“საუბარი შეეხო, ასევე 2022 წლის შუახევის მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტის მომზადების საკითხს. რწმუნებულებს დაევალათ უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკითხები, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ რეაგირებას.
ომარ ტაკიძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია მომავალი ოთხი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის. იმედი გამოთქვა, რომ მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია იმფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები