სოფელ ნოჯიხევში სკოლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112675 ლარს შეადგენს.
„სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე წელს ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა გაიხსნა, ხოლო შავღელეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.