ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ “კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
“რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა , რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოპირკეთებას და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს” დავითი”.
სამუშაოები თებერვლის ბოლომდე დასრულდება.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.