ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემთხვევითი წილისყრის მეთოდით, ლოტოტრონის საშუალებით შვიდი საარჩევნო უბანი შეარჩია, რომლებიც დღეს გადაითვლება. ესენია 51-ე, 23-ე, 18-ე, 14-ე, 29-ე, 59-ე და 93-ე უბნები.
აღნიშნული უბნების გადათვლა 17:00 საათზე მოხდება. გადათვლაში მონაწილეობას ლოტოტრონით შერჩეული უბნების კომისიების თავმჯდომარეები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრები და პარტიებიდან დანიშნული კომისიის წევრები მიიღებენ.
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში სულ 109 უბანია, მათ შორის ერთი სპეცუბანი კოვიდინფიცირებულთათვის. გადასათვლელუბნებში კოვიდუბანი არ იყო, შერჩევა 108 უბნიდან მოხდა.
შერჩევის პროცესს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ესწრებოდნენ.