რუხის კლინიკაში მოთავსებული 34 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა – ეპიდვითარება სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 491 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 34 პაციენტის, ასევე ფოთის “ბომონდის” კლინიკაში მოთავსებული 3 და სენაკის “ლაზიკა მედში” 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში 26 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.
შეგახსენებთ, საქართველოში დღეს გამოვლენილი 2 141 შემთხვევიდან სამეგრელო ზემო-სხვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები