ყარაჯალაში თანასოფლელებს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამინის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მისული სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილნენ და უწყების ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.