სამტრედიის მერმა 80 წარჩინებული კურსდამთავრებული დააჯილდოვა

დღეს ნიკო ნიკლაძის სახლ–მუზეუმში 2019–2020 სასწავლო წლებში წარჩინებულ სკოლადამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე საგანმამათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, თინათინ ხარძიანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კუთვნილი ჯილდო დღეს ოთხმოცმა სამტრედიელმა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა მიიღო. მათ შორის 63 ოქროს, ხოლო 17 ვერცხლის მედალოსანია. მედლები წარჩინებულებს და მათ წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა პირადად გადასცა.

დაჯილდოვდნენ, ასევე გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

,,გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს. თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენთვის იმედისმომცემია. მიხარია, როცა ცოდნა ასე ზეიმობს ჩვენს ქალაქში. მომავალი თაობების განათლებაზე დგას ჩვენი ქვეყანა. თქვენ ხართ ჩვენი იმედი და დასაყრდენი. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს,“ აღნიშნა დღევანდელ შეხვედრაზე დავით ბახტაძემ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პედაგოგებს, მშობლებს და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.

დღესვე, ჯიხაიშში საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ,,ქუჩის ბიჭების” კონცერტიც გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა.

“ნოემბრის ბოლომდე უზრუნველყოფილი ვიქნებით იმ რაოდენობის მედლებით, რაც გვეკუთვნოდა, ხოლო რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის გამოშვება მედლებს, კურსდამთავრებულები მას სტანდარტულად გაზაფხულზე მიიღებენ”, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ხარძიანმა.

ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები