ხმის მიცემა შეწყდა – საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური დასრულდა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. საარჩევნო პროცესი 20:00 საათზე შეწყდა და შესაბამისად, უბნებიც დაიხურა. ახლა საარჩევნო კომისიები ბიულეტენების დათვლას იწყებენ.
მოქალაქეებმა 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში მერები და საკრებულოს წევრები აირჩიეს.