მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ
“როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონდარღვევებზე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება.
„წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხის. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება კანონდარღვევებსა და პროვოკაციაზე იქნება მკაცრი. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური და ლეგიტიმური ვალდებულება”, – განაცხადა მდინარაძემ.