გოგა გულორდავა: ხმა მივეცი წალენჯიხისა და წალენჯიხელების უკეთეს მომავალს
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა წალენჯიხის პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა. გოგა გულორდავას განცხადებით, ხმა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მისცა.
გოგა გულორდავამ მედიასთან აღნიშნა, რომ წალენჯიხაში ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ხმა მივეცი ქვეყნის წინსვლას, პროგრესს, ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი მუნიციპალიტეტის, წალენჯიხისა და წალენჯიხელების უკეთეს მომავალს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გოგა გულორდავამ.