ირაკლი ჩიქოვანი: მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს, ვისაც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება სურს, ხმა მისცეს მამუკა წოწერიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში ხმა მამუკა წოწერიას მისცა.

„ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს, ვისაც სურს, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი განვითარდეს, ხმა მისცეს მამუკა წოწერიას. მოლოდინი გვაქვს ძალიან პოზიტიური, გაცილებით უფრო მეტია ჩართულობაა საზოგადოების. აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც პირველ ტურში იყო. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა წოწერია გაიმარჯვებს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფონის დაძაბვას ცდილობენ, მაგრამ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ამ პროვოკაციებს“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები