გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ატარებს
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გამწვანების სამსახური სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“მიმდინარეობს წვერ-ხმელი და ნახევრად ხმელი ხეების გადაბელვა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ხმელი ხეების მოჭრა, სკვერებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებში ბალახის თიბვა და ნარგავების მორწყვა. საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე დაგეგმილია ხე-მცენარეების დარგვა”- აღნიშნულია ინფორმაციაში.