დავით ბახტაძე სამტრედია- ხონის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სამტრედიის ახლადარჩეულმა მუნიციპალტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ნაბაკევში ორ ლოკაციაზე ასფალტ-ბეტონის გზა იგება. ეს არის მონაკვეთი, რომელიც სამტრედიას ხონის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე გადის, ამდენად ყველა დაგეგმილი პროექტი დროულად და ხარისხიანად შესრულდება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
ორ კილომეტრამდე გზა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კეთდება და მას კომპანია “არქეოპოლისი” ასრულებს.
შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს ორივე ლოკაციაზე კაპიტალური გზა რამდებიმე ათეული წელია არ ყოფილა.
მერთან ერთად სამუშოების მიმდინარეობას აკვირდებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ გოგია, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ოთარ წულეისკირი და საკრებულოს წევრი ვაჟა სტურუა.