თემურ შაშიაშვილი: პაატა ბურჭულაძის განცხადება პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციაა

თემურ შაშიაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულ დეზინფორმაციას უწოდებს პაატა ბურჭულაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.

როგორც შაშიაშვილი აცხადებს, მისი მერობის პერიოდში, მომღერალს საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა და საჩუქრად მწვანეყვავილას პანთეონთან მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, სადაც მუსიკალური კომპლექსი უნდა აეშენებინა. თუმცა, პოლიტიკოსის თქმით, ბურჭულაძემ ტერიტორია გაყიდა და ქუთაისით არასდროს დაინტერესებულა.

„ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. არასდროს რაიმე კეთილი განწყობა არ გამოუხატავს. არც ოპერის თეატრში მინახავს ბატონი ბურჭულაძე, არ მინახავს ქალაქის მერიაში მისული, სანამ მე ვიყავი მერი და გული მწყდება ყველა იმ პიროვნებაზე, ვინც ამ პროცესის მონაწილე გახდა, გალანძღეს ქუთაისი და ოპერის თეატრი“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 26 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები