ფოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. იგი ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელია.
წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებულს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში შუშის ბოთლით აქვს მიყენებული. დაჭრილს ახლა სამედიცინო დახმარება უტარდება. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“კვირას” ინფორმაციით, პირი, რომელმაც ქალს დაზიანებები მიაყენა პოლიციამ უკვე დააკავა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.