დავით მაღრაძე: მე მხარს ვუჭერ ლევან ანდრიაშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერობას გულისხმობს, ღირსეულად გაართმევს თავს

,,ქართული ოცნების,, თელავის მუნიციპალტეტის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა დასკვნითი შეხვედრა გამართა მხარდამჭერებთან.

შეხვედრაზე თელაველებს სიტყვით მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ. მისი თქმით, ლევან ანდრიაშვლი მერობის ღრსეული კანდიდატია, რომელიც ყველა თელაველის იმედს გაამართლებს.

,, მე მხარს ვუჭერ ლევან ანდრიაშვილს. ლევანი არის საუკეთესო ტრადიციების ოჯახის შვილი, ღირსეული თვისებების მქონე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერობას გულისხმობს, ლევან ადრიაშვილი ღირსეულად გაართმევს თავს. თელაველების გონიერების და სწორი არჩევანის იმედი მაქვს. ,, – აღნიშნა შეხვედრაზე დავით მაღრაძემ.

მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდამჭერებს და დავით მაღრაძეს და დასძინა, რომ დარწმუნებულია მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები