ფოთსა და სენაკში, დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღები აშენდა

100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა მოინახულეს.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანიც დევნილთა განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციაა, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები