ირაკლი თავდგირიძე პარტია ,,საქართველოსთვის’’ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს

 

,,არა ნაცებს!!! არა ბოროტებას!!! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!’ ’- წერს სოციალურ ქსელში, პარტია ,,საქართველოსთვის’’ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ირაკლი თავდგირიძის განცხადებით, ის ტოვებს თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას აგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

,,ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!
არა ნაცებს!!! არა ბოროტებას!!! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!’’ – წერს ირაკლი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები