სენაკში დედის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელმაც დედას ჭრილობები მიაყენა, დამნაშავედ ცნო.
„2021 წლის 29 იანვარს, სენაკში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.