ჩხოროწყუში სოფლების წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება – ლეწურწუმეს მოსახლეობა მალე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 380 380 ლარს შეადგენს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე ჭაბურღილი და ჩატარდება დაქსელვითი სამუშაოები.
პროექტის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით ეგიარზენის უბანში მცხოვრები 120 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოებს შპს ,, ენერჯი ინვესტი-2009“ ასრულებს.
ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში.
წყალმომარაგების პრობლემა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც დგას, რაც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოგვარდება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.