გაეროს განვითრების პროგრამამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

მათივე ცნობით, პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომპიუტერული ტექნიკა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას მოხმარდება.

ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 სკანერი და 5 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ მოსახლეობას დაეხმარონ დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

აღნიშნული ტექნიკა, პროექტის მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს – ზვიად მხეიძეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სავანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან- ლაშა ჭიჭინაძესთან ერთად გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები