ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ტესტირება 497 პირს ჩაუტარდა.
ბოლო ერთ დღეში ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 450 ლეტალური შემთხვევაა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 79 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 მძიმე მდგომარეობაშია; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პირია მოთავსებული, 12-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 22; გაგრაში – 32, ექვსი მძიმე პაციენტია; ტყვარჩელში 10; ხოლო რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 100 მოქალაქეა მოთავსებული, 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ, ე.წ. რესპუბლიკაში ამჟამად 48 მძიმე პაციენტი მკურნალობს.