ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ღამით სენაკში, რესტორან „ოსკარში“ ფარულ შეხვედრაზე დააფიქსირეს. ვიდეოს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ შარაშენიძე „ნაცმოძრაობასთან“ კონტაქტს უარყოფს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშენიძე ოზურგეთელებს მუნიციპალურ მართვას სწორედ ამ პარტიასთან ერთად ჰპირდება.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი კანდიდატისა და ოპოზიციური პარტიის წევრების ეს უკვე მეორე შეხვედრაა. რამდენიმე დღის წინ “კვირამ” ენმ-ს ოზურგეთის ადგილობრივი ლიდერებისა და კონსტანტინე შარაშენიძის კონსპირაციული შეხვედრის კადრები დააფიქსირა.