“ვარდისფერი ოქტომბერი” – ლანჩხუთში მკერდის კიბოსთან ბრძოლის თვესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ტარდება

„ვარდისფერი ოქტომბერი” – ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ცნობადობის ამაღლების თვეა.

ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრები, კლუბის ხელმძღვანელ მზია კვირკველიასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
,,ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ემსახურება, მიზანი კი, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები