ქარელის მერობის კანდიდატი “მთავარ არხს” და ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის

ქარელის მერობის კანდიდატი, “მთავარ არხს” და მის დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლოში უჩივის. აღნიშნულის შესახებ ზაზა გულიაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ის კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას ითხოვს.

“გვარამიას და მთავარი არხის, მათ მიერ წარმოებული შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის კამპანიისთვის ვითხოვ გარკვეულ თანხას, ეს არის 55 555 ლარი. ნებისმიერ რამეზე წავლენ, რათა მათი ბელადის იმედები გაამრთლონ, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს გვარამიას და “მთავარი არხის” პირდაპირ გეუბნებით, აღვირახსნილი ქმედებები”, – თქვა მან.

საქმე ეხება 12 სექტემბერს, “მთავარ აქცენტებში” გახმოვანებულ სუს-ის ფაილებს, სადაც ნათქვამია, რომ გულიაშვილს კრიმინალური წარსული აქვს და წლების განმავლობაში, საუნაში მუშაობის დროს ადამიანების პირად ცხოვრებას უკანონოდ იწერდა, რასაც სპეცსასახურები კომპრომატებად იყენდებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები