ვაქცინაციის მარათონი ლანჩხუთშიც დაიწყო

ლანჩხუთში ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია – „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის” – მარათონი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგნელებთან ერთად სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.
მარათონში მონაწილეობას იღებდნენ სოფლის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.
ოჯახის ექიმებისა და ამცრელი ბრიგადების მეშვეობით ოჯახებში ჩატარდა ვაქცინაცია და ტესტირება.
პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგნელობა საქართველოში, გაეროს წარმომადგნელობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).

 

ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები