დმანისში “ვაქცინაციის მარათონი” გრძელდება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში,  რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს როგორც ჯავშნით, ისე წინასწარი ჯავშნის გარეშე გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

იმუნიზაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი”, „სინოვაკი” და ,,ფაიზერით” – სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათსაა შესაძლებელი.

მარათონის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. მედიკოსები მერის წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის პროცესშიც დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები