ბათუმის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა – ქუჩების ჩამონათვალი

ქალაქ ბათუმის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, -ამის შესახებ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებაშია ნათქვამი.

“გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა – ქალაქ ბათუმის ნაწილს, ანგისას, ადლიას, ინასარიძის, შ. ხიმშიაშვილის, კობალაძეს, გენა აბაშიძეს, ფიროსმანის, გორგილაძის ქუჩის ნაწილს, შარტავას, ტბ. აბუსერიძეს, ქეთევან წამებულის, გუდიაშვილის, ლორიას, ბაგრატიონის ნაწილს, აღმაშენებლის ნაწილს, ჯავახიშვილის ნაწილსა და ოძელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად უკვე დაიწყო და სრულად 27 ოქტომბრის საღამოს 18:00 საათამდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები