ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასილარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
“გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ჯამში 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება.
სოფელ შუხუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.