გურიაში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით USAID და CCEH ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
ხელმოწერის ცერემონიას დაეწსრებიან USAID საქართველოს წარმომადგენლები, დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორი მოადგილე, მარიკა ოლსენი, ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID -ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის, ადგილობრივი ბიზნეს სექტორისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში ორი მნიშნველოვანი ინიციატივა განხორცილედება. პირველი ინიციატივა გულისხმობს “გურიის ჩაის გზის” შექმნას, რაც მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში ღვინის. მარშრუტი დააკავშირებს რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებას და 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნას, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გომის მთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ჩართული პარტნიორები უზურნველყოფენ მცირე საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ სამარშრუტო გზასთან. პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ოთხივე სეზონის განმავლობაში იმოგზაურონ და დაკავდნენ მათთვის სასურველი აქტივობებით.
„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით თანამშრომლობს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH) გურიის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. ეკო-ტურიზმის განვითარებით, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში ჩაის წარმოებაზე, ასევე მისი მთის სათავგადასავლო გამოცდილების გაზრდაზე, უდავოდ მოხდება მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და რეგიონით დაინტერესება, რომელთაც სურთ საქართველოს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის გაცნობა.“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
„ჩვენი, როგორც ინვესტორის მიზანია ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეცენტრალიზაცია, რაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ხელშესახები ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებს მოიტანს რეგიონებისთვის. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის პოლიტიკა, დიდწილად მიმართულია ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვიცით რა, ადგილობრივი საჭიროებები, სხვადასვა პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სოციალურ პროექტებს, თუმცა, ამავე დროს მაქსიმალურად ვიყენებთ შესაძლებლობებს და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ვცდილობთ მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი პოტენციური დონორებისთვის და ინვესტორებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ ამ მუშაობის შედეგია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID -ის საქართველოს ენერგო მომავლის პროგრამებთან და ამით, ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან გურიის რეგიონის განვითარებისთვის და ხელშესახები ცვლილებებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, რაც ერთმნიშნველოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები