ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ფოთის მერობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფოთში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი გია ბენაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
“ამით დასრულდა შეხვედრები სამეგრელოს რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის და ფოთის მერობის კანდიდატებს, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.