პრემიერმინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სენაკში მერობის კანდიდატსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება. ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სენაკში, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ვახტანგ გადელიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
სენაკის შემდეგ, შეხვედრა გაიმართება ფოთში.